3-4 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” გაიმართება

29 მაისი 2023, 15:00 723 ნახვა

3-4 ივნისს, ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს, რომლითაც აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. გასული წლებისგან განსხვავებით წელს ზაფხულის ფესტივალი ორდღიანი იქნება. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი უცვლელი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

ფესტივალის მუსიკალური ნაწილი სტარტს ანბანის კოშკთან 16 საათის შემდეგ  აიღებს. მსმენელის განწყობაზე ქართველი შემსრულებლები, ბენდები  და დიჯეები იზრუნებენ. მათ შორის იქნებიან ადგილობრივი და მოწვეული ბენდები „სალიო“, „არა“, „მონსტერ ლობსტერი“, LOUDSPEAKERS,  ნუცა ბუზალაძე, „ანიკი“ „ასეა სულ“, „ლურჯი იალქანი“.    

ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ და  სპორტულ-გასართობი აქტივობები. 

დაგეგმილია: დრამების შოუ, პანტომიმა, ავიაშოუ,  სპეციალური პროგრამა  გაიწერა პატარებისთვისაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში