საქართველოს ნაკრების წევრები ბათუმის კრივის აკადემიაში საწვრთნელ შეკრებას გადიან

31 მაისი 2023, 14:13 1004 ნახვა

ივნისში პოლონეთში ევროპის ოლიმპიური თამაშები გაიმართება, სადაც საქართველოს მოკრივეთა ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს. დღეს ეროვნული ნაკრების სამი წევრი მზადებას ბათუმის კრივის აკადემიაში გადის, რის შემდეგაც თბილისში საბოლოო საწვრთნელ შეკრებას ეროვნულ გუნდთან ერთად გაივლის.

ბათუმში იმყოფებიან ევროპის ჩემპიონები და მსოფლიოს პრიზიორები ლაშა გურული, გიორგი ყუშიტაშვილი და სახილ ალახვერდოვი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს მოკრივეებს მზადების პროცესში ლეგენდარული ქართველი მოკრივე რამაზ ფალიანი ეხმარება.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონი გიორგი ყუშიტაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე ბათუმის კრივის აკადემიის სახელით გამოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში