ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დაღუპული ჯარისკაცების შვილებს მიულოცეს

01 ივნისი 2023, 14:15 446 ნახვა

თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე  მიულოცა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს საჩუქრები გადასცეს. 

დღის განმავლობაში ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ პირველ ივნისთან დაკავშირებით დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა და გასართობი კომპლექსის ატრაქციონებით ისარგებლონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში