ოსლოში ნატოს მინისტერიალზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ

01 ივნისი 2023, 14:30 660 ნახვა

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები  ნორვეგიის დედაქალაქში   შეიკრიბნენ. ნატოს მინისტერიალზე უკრაინის მხარდაჭერასა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხებზე იმსჯელებენ.

ორდღიანი შეხვედრის წინ  სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან  საუბრისას განაცხადა, რომ მალე გაემგზავრება თურქეთში, სადაც    შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.

თურქეთმა მარტში ფინეთის ნატოში გაწევრიანების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა, თუმცა  მასთან ერთად  შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. ანკარა სტოკჰოლმს ქურთი ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს. ნატოს წევრი ქვეყნების მთავარ დიპლომატებს იმედი აქვთ, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე საბოლოოდ გადაწყდება.

ოსლოში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში არსებულ ვითარებასა და ამ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზეც იმსჯელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი