5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

05 ივნისი 2023, 12:49 862 ნახვა

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განაცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეა უკვე 5 ათეულ წელზე მეტია საზოგადოებას ახსენებს, რომ გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„გაეროს გენერალური ასამბლეა უკვე 5 ათეულ წელზე მეტია გვახსენებს, მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს ახსენებს, რომ გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, შესაძლებელია მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ბუნების, ბუნებრივი რესურსების დაცვა და შენარჩუნება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას..

საქართველოს მთავრობის, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა, სამოქმედო გეგმა, ყველა პროექტი, პროგრამა და აქტივობა მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, რომელთა შორის უდიდესი ნაწილი სწორედ გარემოს დაცვას ეთმობა. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საკანონმდებლო დაახლოების, ასევე ინსტიტუციური გაძლიერების და ცნობიერების ამაღლების მიმართულებებით. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნერგავთ მდგრადი განვითარების პრინციპებს და ვემზადებით ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრობისთვის"-განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში