ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომა

09 ივნისი 2023, 11:20 491 ნახვა

როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი და სანდო წევრი საქართველო ყოველთვის იყო  ნაკისრი ვალდებულებების ერთგული და კვლავ გააგრძელებს მათ შესრულებას - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

უწყების ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა მიმოიხილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ დრომდე მიმდინარე ოკუპაციის შედეგები და ყურადღება გაამახვილა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში