15 წლის ქართველი ფრენბურთელი უნგრეთში ითამაშებს

28 სექტემბერი 2023, 14:04 328 ნახვა

15 წლის ქართველი ტალანტი მაგდა კობაიძე კარიერას უნგრული ბალატონფურედის ფრენბურთის აკადემიაში გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრული ნაკრების წევრი უნგრეთში აგვისტოდან იმყოფებოდა, ახლა კი, კლუბმა მასთან ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა.

„15 წლის მაგდა კობაიძე უდიდეს ტალანტად ითვლება არა მხოლოდ მის სამშობლოში. მან უკვე ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ზაფხულში კი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე საკვანძო როლი ჰქონდა.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ფრენბურთისადმი ძალიან ერთგული დამოკიდებულება გააჩნია და იმედია, მასთან ხანგრძლივი თანამშრომლობა გვექნება", - წერია უნგრული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

უნგრული ექსტრალიგა სტარტს 15 ოქტომბერს აიღებს, ბალატონფურედის ფრენბურთის აკადემიას კი პირველი ტურის მატჩი დიოშდიორთან ელის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში