გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

16 ნოემბერი 2023, 15:37 532 ნახვა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო 15:30-დან 17:30-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია 19:00-მდე“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი