საქართველოს სამთო-სათავგადასავლო ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში გაეცნენ

01 ოქტომბერი 2024, 17:27 228 ნახვა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, ქალაქ სინში საერთაშორისო სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს და ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები გააცნეს. კონფერენციაზე საუბარი შეეხო საქართველოს სამთო-სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას, მიღწეულ შედეგებსა და მომავალ გეგმებს.

კონფერენციის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, შეხვედრები გამართეს საერთაშორისო სამთო ტურიზმის ალიანსის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდნენ გუიჯოუს პროვინციის მთავრობის, ასევე 20-მდე ქვეყნის სამთო ტურიზმში ჩართული სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი