ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება

04 ოქტომბერი 2024, 09:44 218 ნახვა

ძლიერი აფეთქებები იყო ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ავიადარტყმების სამიზნე ჰაშემ საფი ად-დინი იყო, რომელიც „ჰეზბოლამ“ გენერალურ მდივნად აირჩია. ჯერჯერობით დადასტურებული არ არის დაიღუპა თუ არა ად-დინი თავდასხმების შედეგად.

გამოცემა The New York Times ისრაელის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ გენერალური მდივანი ბეირუთის სამხრეთით, ერთ-ერთ ბუნკერში ჰეზბოლას ხელმძღვანელების შეხვედრას ესწრებოდა.

წყაროთა ცნობით, ისრაელის სამიზნე სწორედ ეს ბუნკერი იყო. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში