შემოდგომის სერენადა ბათუმში

05 ოქტომბერი 2024, 18:31 359 ნახვა

ფესტივალი „შემოდგომის სერენადა“- მეორე წელია ბათუმში იმართება. წელს მას უკვე საერთაშორისო სტატუსი აქვს და ჯამში 50 ზე მეტი მონაწილე ჰყავს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მკითხველსა და მსმენელთან. გახსნის ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები შეასრულა ჯგუფმა „ასეა სულ“. წელს ფესტივალის ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

ავტორები შეხვდებიან როგორც სკოლის მოსწავლეებს ასევე სტუდენტებს. იქნება არაერთი საჯარო ლექცია. წიგნების გამოფენა გაყიდვა პრეზენტაცია. ფესტივალი დღეს დაიწყო და 7 ოქტომბერს დასრულდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში