უკრაინელი სამხედრო ტყვეებისადმი რუსეთის სასტიკი მოპყრობა არის ბარბაროსობა - ანდრეი სიბიგა

13 ოქტომბერი 2024, 19:52 247 ნახვა

უკრაინელი სამხედრო ტყვეებისადმი რუსეთის სასტიკი მოპყრობა არის აბსოლუტური ბარბაროსობა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის კანონებისა და წესების უხეში დარღვევა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ რუსი სამხედროების მიერ, უკრაინელი ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

სიბიგა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები.

„უკრაინელი სამხედრო ტყვეებისადმი რუსეთის სასტიკი მოპყრობა არის აბსოლუტური ბარბაროსობა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის კანონებისა და წესების უხეში დარღვევა. სიკვდილით დასჯა, სულ უფრო, ხშირი ხდება. გაერო-ს მონაცემებით, სამხედრო ტყვეების 95% წამებას განიცდის, უარს ეუბნებიან ფუნდამენტური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და მათთან წვდომას ზღუდავენ. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები. გასცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერი ჯალათებისა და მწამებლების დასაკავებლად. მოითხოვოს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მედიკოსების წვდომა მათი დაპატიმრების ადგილებში, ხელი შეუწყოს სამხედრო ტყვეებისა და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, კურსკის ოლქში რუსეთის ძალებმა ცხრა უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი