ლონდა თოლორაიას გამოკითხვა მაგისტრანტ მოსამართლესთან  

06 ნოემბერი 2024, 11:05 229 ნახვა

ამ წუთებში სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტ მოსამართლესთან იკითხება.  ის სასამართლოში მოწმის სახით არის დაბარებული.

გამოკითხვაზე შესვლამდე თოლორაიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სადამკვირვებლო მისია ერთ-ერთია, რომელმაც  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა.

ლონდა თოლორაია არჩევნების  სამართლიანად ჩატარებას ეჭვ ქვეშ აყენებს და აცხადებდა, რომ   26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე  ცესკომ არ შეასრულა გაცემული დაპირება, რომ არჩევნების დღეს ბიულეტენის ხარისხი ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფდა.

ასევე თოლორაიას განმარტებით, არჩევნების დღისთვის განკუთვნილი ბიულეტენი დაბეჭდილი იყო თხელ ქაღალდზე, რაც ყველა ელექტრონულ უბანზე მყოფი პირებისთვის ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირებას ხდიდა შესაძლებელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში