ოპოზიცია შოლცისგან მთავრობის ნდობის საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას ახლავე ითხოვს

07 ნოემბერი 2024, 14:12 223 ნახვა

გერმანიის კანცლერმა დაუყოვნებლივ უნდა დააყენოს პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხი და არ გადადოს ეს როგორც თავად გეგმავს იანვრამდე - განაცხადა გერმანიის ოპოზიციური კონსერვატორების ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა.

გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შოლცის მტკიცებით, ლინდნერმა მის ნდობას უღალატა  და პარტიის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა. თავად ლინდნერმა შოლცი კოალიციის დაშლაში დაადანაშაულა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში