პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

09 დეკემბერი 2025, 10:45 114 ნახვა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ო.კ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში