აქცია დაუსრულებელი მშენებლობის წინააღმდეგ

09 დეკემბერი 2025, 14:50 174 ნახვა

ბათუმში თაყაიშვილის 44-50 ნომერში მცხოვრებლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. 200-მდე ოჯახმა ამ მისამართზე  2013-14 წლებში  კომპანია „დიაისი-სგან საცხოვრებელი ბინები შეიძინა, თუმცა ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ინვესტორი გაქცეულია, ხოლო სამოქალაქო დავა კომპანიასთან წლებია უშედეგოდ გრძელდება. ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან საქმის განხილვის დაჩქარებას მოითხოვენ.

დაზარალებულმა ოჯახებმა მსვლელობით გადაინაცვლეს ბათუმის მერიასთან და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს. ისინი მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ. 

როგორც მერიაში განმარტეს, შენობა წლების წინ არის მიტოვებული და დავა არის კერძო. ხოლო მერია ხელშემწყობ ღონისძიების განხორციელებას,  სასამართლო დავის  დასრულების შემდეგ გეგმავს. როგორც აქციის მონაწილეებს განუცხადეს,  დაზარალებულ ოჯახებს ბათუმის მერი რამდენიმე დღეში შეხვდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში