ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები - პრემიერი

09 დეკემბერი 2025, 15:11 134 ნახვა

ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, რატომ დუმს „ალდე“ ალეკო ელისაშვილის დანაშაულთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვხედავდით, რომ ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები. ახლა გადავიდნენ უკვე ექსტრემიზმიდან ტერორიზმის მხარდაჭერაზე, რაც აჩვენებს მათ სახეს და მათ ე.წ. ღირებულებებს. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენათა განვითარება, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ევროპულ პოლიტიკაში. იმედი გვაქვს, ეს ტენდენციები შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში