''შუამდგომლობის შემდეგ მძღოლი თავდებით გაათავისუფლეს'' - ავთანდილ მიქაცაძე

26 ოქტომბერი 2017, 00:00 4115 ნახვა

მძღოლი, რომელიც თურქეთში სამი თვის წინ მომხდარი ავარიისას ავტობუსს მართავდა, საქართველოში დაბრუნდა.  ამ ხნის განმავლობაში  თურქული მხარის გადაწყვეტილებით, მას ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა.  ტრაპიზონში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და სასამართლო პროცესი გრძელდება, ავტობუსის მძღოლი კი საქართველოში დეპორტით დააბრუნეს.

 ავარია თურქეთში გირესუნის გუბერნიასთან 16 ივლისს მოხდა. ავტობუსი, რომელსაც "ერისიონთან" არსებული ცეკვის ანსამბლი "ლამპრები" ბულგარეთში გადაჰყავდა, გზაზე ამოტრიალდა. ავტობუსში 38 ადამიანი, მათ შორის 26 ბავშვი იყო. ავარიიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მგზავრი თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა.

 

ამავე კატეგორიაში