მანჰეტენში მომხდარ თავდასხმას დონალდ ტრამპი გამოეხმაურა

01 ნოემბერი 2017, 00:00 2264 ნახვა

ბოლო მონაცემებით,  მანჰეტენში მომხდარ თავდასხმის შედეგად დაღუპულია 8 და დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულებს შორის უმრავლესობა უცხოელია. ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ მომხდარს ტერაქტი უწოდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაკავებული უზბეკეთის მოქალაქე  29 წლის სეიფულო საიპოვი აღმოჩნდა, რომელიც შეერთებულ შტატებში 2010 წელს ჩავიდა.  ეჭვმიტანილმა ავტომობილში წერილი დატოვა, რომელშიც ეწერა, რომ  თავდასხმას "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ახორციელებდა. ახლა უზბეკი დიპლომატები    ნიუ-იორკში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციას აზუსტებენ.  გუშინ მანჰეტენის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სატვირთო ავტომობილი ველობილიკზე გადავიდა, მძღოლმა მაღალი სიჩქარით რამდენიმე ქუჩა გაირა და გზად ველოსიპედისტებსა და ქვეითად მოსიარულეებს  შეეჯახა.  სატვირთო ავტომობილი ასევე დაეჯახა სასკოლო ავტობუსს. შემდეგ მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და პნევმატიკური იარაღით იმუქრებოდა. მას  პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. ეჭვმიტანილს წრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. იგი  ჰოსპიტალიზებულია.  

მანჰეტენში მომხდარ თავდასხმას ქვეყნის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ტერაქტის შემდეგ დონალდ ტრამპმა ქვეყანაში  სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების  ბრძანება გამოსცა.  საშინაო უსაფრთხოების სამინისტროში ვარაუდობენ, რომ  ტრამპმა ასეთი გადაწყვეტილება ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის გამო მიიღო.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს ჩვენს ქვეყანაში მოხვედრის საშუალება მას შემდეგ, რაც ის ახლო აღმოსავლეთში სრულად განადგურდება. საკმარისია!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე. თეთრი სახლი  გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ნიუ-იორკის პოლიციას გამოძიებაში ყოველმრივ დახმარებას დაჰპირდა. 

ამავე კატეგორიაში