43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში სექტემბერში გაიმართება, მანამდე კი ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. სპორტის სასახლის მშენებლობას და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლიტვის ფინანსთა მინისტრი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, ფიდეს დელეგატები გაეცნენ.
შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ ფიდეს ინსპექტირების ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია. ფიდეს ლიდერები სარევიზიო ვიზიტს მაისში გეგმავენ.