"რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც ოკუპანტია"- სალომე ზურაბიშვილი

20 ივნისი 2019, 13:00 2575 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებას  საკუთარ ფბ  გვერდზე გამოეხმაურა.

"მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს ? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას , საკუთარ დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!! 
აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესე იგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია ! 
და თუ ეს ასეა, ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?"- წერს სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში