გურამ ფალავანდიშვილი გაანთავისუფლეს, ლევან ვასაძე კი ამ დრომდე გამოკითხვაზეა

20 ივნისი 2019, 21:00 1212 ნახვა

ბოლო პერიოდის პროტესტის კიდევ ერთი საგანი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაბიჯი, რომელსაც საზოგადოება რამდენიმე დღეა ელოდება- ჰომოფობიური აქციების ორგანიზატორი ლევან ვასაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა - იგი ამბობს რომ არავითარი ფორმირებები არ შეუქმნია.

ბიზნესმენი სწორედ უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია სამმართველოში.

ამავე მუხლით იბარებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთ თანამოაზრეს გურამ ფალავანდიშვილს, თუმცა შსს-ს ცნობით უწყების ჩაბარებისას მან წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს, შესაბამისად იგი დააკავეს, დღის ბოლოს კი გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 ივნისს მუქარით განაცხადა, რომ თბილისი პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე დღეს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში