"ეს სამარცხვინო ადამიანი მოაშორეთ, ის რაც გუშინ მოხდა არ მართლდება" - ყოფილი თანაგუნდელი ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძეზე 

21 ივნისი 2019, 13:23 1286 ნახვა

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, დღეს იმ შენობასთან მივიდა, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატი ამბობს, რომ ის რაც გუშინ გააკეთა ხელისუფლებამ, არ მართლდება.   სასწრაფოდ უნდა მოაშოროს პარლამენტს ეს სამარცხვინო ადამიანი, რომელმაც რუსი დეპუტატი მოქალაქეებს თავზე დაასვა.

''ეს არ არის იმ დაქცეული ''ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერების მოთხოვნა, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, ნუ დაემსგავსებით ''ნაციონალურ მოძრაობას''. ვითომ არ გინდათ ანახოთ საზოგადოებას ვაჟკაცობა და რაღაცა მოთხოვნის ფონზე არ გადააყენოთ ეს სამარცხვინო, ეს უბადრუკი პარლამენტის თავჯდომარე.  მაშინაც სამარცხვინო იყო, როდესაც უმრავლესობაში ვიყავი და მაშინაც ვეუბნებოდი  სხდომებზე. ის ადამიანები იყვნენ სამარცხვინოები, ვინც ამ ანტურაჟს ჰქმნიდნენ და კომფორტს უქმნიდნენ პარტიის თავმჯდომარეს" - უთხრა ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი