მედვედევი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

21 ივნისი 2019, 21:00 2413 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევი. იგი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსულ ინტერესებზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედვედევმა განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები არაპროფესიონალურია და საქართველოს პრეზიდენტი ან საქმის კურსში არ არის, ან ვითარებას ამახინჯებს. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ზურაბიშვილისგან ასეთი რიტორიკის მოსმენა სამწუხაროა. მისი თქმით, ანტირუსული განწყობების გაძლიერების შემთხვევაში, მოსკოვი ტურისტებს მისცემს შესაბამის რეკომენდაციას, რაც საქართველოზე აისახება.

რუსეთის პრემიერის აზრით, საქართველოში არსებული მდგომარეობა რადიკალური ოპოზიციას და პროსახელისუფლებო ძალებს უკავშირდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი გაერკვევა არსებულ ვითარებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი