აქციაზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

22 ივნისი 2019, 15:03 1334 ნახვა

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დაშავებულები 240 პირიდან, ამ დროისთვის 52 აგრძელებს სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას. მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში.

საპროტესტო აქციაზე დაშავებულებიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ამ დროისთვის 11 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა, გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა.

ვერ ხერხდებოდა აქციაზე ერთი დაშავებულის მდგომარეობა, მისი ვინაობა უკვე დაზუსტდა, დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში