დღეს მზის სრული დაბნელება იქნება

02 ივლისი 2019, 15:20 5679 ნახვა

დედამიწის მოსახლეობის ერთი ნაწილი დღეს მზის სრულ დაბნელებას იხილავს.

მზის დაბნელებაზე დაკვირვება ჩილეს ჩრდილოეთ რეგიონებიდან და არგენტინიდან იქნება შესაძლებელი. პროცესი 4 წუთსა და 33 წამს გაგრძელდება.

ეს წელს მზის სრული დაბნელების ერთადერთი შემთხვევა იქნება.

 მზის დაბნელება თბილისის დროით 23:23 წუთზე იქნება,  საქართველოს მოსახლეობა კი მას ვერ დაინახავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში