KOKKAI OPEN CUP 2019 ბათუმში

06 ივლისი 2019, 12:00 1030 ნახვა

KOKKAI OPEN CUP 2019- ბათუმის სპორტის სასახლეში  უკვე ერთი საათია  სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი  მიმდინარეობს. მასში   ქართველი,  პოლონელი, უნგრელი, უკრაინელი, რუსი, აზერბაიჯანელი, იტალიელი და  ინდოელი სუმოისტები მონაწილეობენ.  

ტურნირში გამარჯვებულები 18-დან 23 წლამდე და 23 წელს ზემოთ სხვადასხვა წონით კატეგორიაში  გამოვლინდებიან. ტურნირის ორგანიზატორები   საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაცია  და ევროპის საერთაშორისო  სუმოს ფედერაციაა. როგორც ამბობენ შესაძლოა 2021 წელს დაგეგმილი  სუმოს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში