ხულოში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა

25 ივლისი 2019, 13:10 1096 ნახვა

ხულოში სოფლის განვითარების  მეორე საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა. დარეგისტრირდა   280 პროექტი. კომისიამ 214  დადებითად შეაფასა. მოქალაქეებს  კომერციული პროექტისთვის 2 ათასიდან  60 ათას ევრომდე გრანტის მოპოვება შეუძლიათ 25 პროცენტიანი თანადაფინანსებით.  საბოლოოდ გამარჯვებული და დაფინანსებული  პროექტების ავტორები ოქტომბრის ბოლოს დასახელდებიან.

ცნობილია, რომ პრიორიტი იმ  იდეებს მიენიჭება, რომლებიც   ხულოს ადგილობრივ სტრატეგიებსა და  აქტივობებს პასუხობს. პროექტს  ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ხულოს ადგილობრივი განვითარების  ჯგუფთან ერთად ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში