თუშეთში ავარიის შედეგად დაშავებული თელავის კლინიკაში გადაიყვანეს 

27 ივლისი 2019, 21:18 1612 ნახვა

თუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად არაოფიციალური ინფორმაციით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთი კი დაშავდა. დაშავებული 40 წლამდე კაცია, რომელიც თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

სამაშველო  ოპერაცია  თუშეთის გზაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.  სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილში 12 ადამიანი იმყოფებოდა, 5 მათგანმა გადმოხტომა მოასწრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში