15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა

17 დეკემბერი 2019, 20:26 4278 ნახვა

15 წლის მოზარდი, რომელმაც, ოჯახის მტკიცებით, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა, მ. იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ექიმების ინფორმაციით, მიზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო. დღის ბოლოს კი გული გაუჩერდა.

12 დეკემბერს, დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. პოლიციამ იგი სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის - „ამ ცხოვრების დედაც“ გამო დაკითხეს.

საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე ორ პოლიციელს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდათ.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში