აჭარის მაუწყებელმა 2 დღიანი კარანტინი დაძლია

07 სექტემბერი 2020, 20:08 720 ნახვა

ბევრი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ეთერში ვართ და დავპაუზდით მხოლოდ 2 დღით, იქამდე ვიდრე არ დავრწმუნდით, რომ თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. ახლა, ჩვენი 12 თანამშრომელი კარანტინში, რამდენიმე თვითიზოლაციაშია, 1 კი კოვიდ 19-ის დიაგნოზით კლინიკაში მკურნალობს.

სწორედ ამის გამო მიიღო მენეჯმენტმა გადაწყვეტილება, რომ შაბათ-კვირას ეთერში არც მანამდე დაანონსებული დაიჯესტი გავიდოდა, რადგან ტექნიკური გადაიარაღების გამო საინფორმაციო გამოშვებების პირდაპირ ეთერში გადაცემა სხვა შემთხვევაშიც არ იყო დაგეგმილი.

კოლეგებს მალე ველოდებით, მანამ კი შემცირებული რესურსით, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში