ხურვალეთთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახლდა

13 სექტემბერი 2020, 12:45 1658 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.ოკუპანტებმა იმ ბოძებზე, რომელიც ადგილზე გუშინ  განათავსეს, ღობე გაავლეს.მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში