მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი - გამოხმაურებები

28 სექტემბერი 2020, 10:05 1082 ნახვა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებებს ეხმაურება დონალდ  ტრამპი. „ჩვენ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ამ რეგიონში კარგი ურთიერთობები გვაქვს. შევეცდებით ეს შევაჩეროთ“, – განაცხადა ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას პრესკონფერენციის დროს გამოეხმაურა.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირების გამო თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა სომხეთი და მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს. სიტუაციას ყარაბაღში გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი იბრაჰიმ კალინი. “ჩვენ ვგმობთ სომხეთის თავდასხმას აზერბაიჯანზე.

სომხეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და აჩვენა, რომ მის ინტერესებში მშვიდობა და სტაბილურობა არ შედის,” – ამბობს კალინი და ამატებს, რომ თურქეთი აზერბაიჯანს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში