ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტი მარნეულში

29 სექტემბერი 2020, 22:34 1229 ნახვა

მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში მათ 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ.

ფიზიკურად გაუსწორდნენ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს. ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედ ალის თავი აქვს გატეხილი. დაზიანებულია „მთავარი არხის" კამერა და მიკროფონი. 

ფიზიკუდად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორსაც, რომელსაც კამერა დაუმტვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწებელი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, მარნეულში დაპირისპირება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის დაიწყო.

"ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია. საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ამასთან, დაშავდა კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი არხის ჟურნალისტიც" , - წერია, პირველი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში