მარნეულში "ქართული ოცნების" შტაბის წევრს თავს დაესხნენ და სცემეს

30 სექტემბერი 2020, 12:47 1027 ნახვა

მარნეულში "ქართული ოცნების" ადგილობრივი შტაბის წევრს თავს დაესხნენ და სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირები "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში სამსახურში მიდიოდა გზაში თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

მარნეულში, იმ ადგილზე, სადაც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის წევრს, თემურ შუბითიძეს თავს დაესხნენ, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი