გაფართოებული ტესტირების საჭიროება აღარაა, ინტერესის გამო ვინმემ ტესტი ჩაიტაროს, არ არის გამართლებული - თამარ გაბუნია

30 სექტემბერი 2020, 14:20 1383 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის  განცხადებით, ამ ეტაპზე აჭარაში გაფართოებული ტესტირების საჭიროება უკვე აღარაა და ტესიტრება არის მიზნობრივი.

თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ ინტერესის გამო ვინმემ ტესტი ჩაიტაროს, ეს არ არის გამართლებული.

„ტესტირება არის მიზნობრივი, მაღალი რისკის ჯგუფებში. ზოგადად საერთაშორისო რეკომენდაციები ისეთია, რომ პირველ რიგში, სიმპტომური პირი უნდა გაიტესტოს, მაღალი რისკი ჯგუფი, ექიმები ან სხვა პროფესიის პირები და ასევე კონტაქტები. ეს არის ჩვენთვისაც მთავარი ფოკუსი. ამის მოცვა კეთდება. ფართო მასობრივი ტესტირება, რომელიც იყო სექტემბრის დასაწყისში, ამის მიზანი ის იყო, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მომხდარიყო ინფექციის გადინება აჭარიდან. რასაც მივაღწიეთ კიდეც.

გაფართოებული ტესტირების საჭიროება ამ ეტაპზე უკვე აღარაა და ტესიტრება არის მიზნობრივი. იმისთვის, რომ ინტერესის გამო ვინმემ ტესტი ჩაიტაროს, არ არის ეს გამართლებული, რადგან ეპიდემიოლოგმა უნდა განსაზღვროს რა მომენტშია ტესტირება სწორი და როდის იქნება პასუხი გამოვლენადი. სიცხე თუ აქვს ვინმეს და სიმპტომი, ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს, მას ტესტირება ნამდვილად სჭირდება, მაგრამ არა ყველას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში