ჯოჭოში მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ეძებენ

02 ოქტომბერი 2020, 12:10 4374 ნახვა

100-მდე მაშველი მეწყერში მოყოლილ  5 ადამიანს ეძებს. მათ შორის სამი  ერთი ოჯახის   წევრი- დედა, მამა და მცირეწლოვანი ბავშვია, ორი კი სავარაუდოდ მანქანაში მსხდომი მოქალაქე.  

სოფელ ჯოჭოში მეწყერმა მთლიანად მოიყოლა თედორაძეების  საცხოვრებელი სახლი.  ჯერ-ჯერობით მხოლოდ სახურავის ფრაგმენტი იპოვეს.  უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალაც. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში