საპროტესტო აქცია ქობულეთში

09 ოქტომბერი 2020, 14:46 1570 ნახვა

კიდევ ერთ აქცია გამართეს და  ქობულეთში გზა გადაკეტეს სასტუმროების მფლობელებმა, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო სესხის გადახდა უჭირთ. კონკრეტულად დღევანდელ აქცია ეკონომიკის მინისტრის, ბოლო განცხადებას ეხებოდა,  ნათი თურნავამ გუშინ განცხადა, რომ  ბანკები მზად არიან საოჯახო სასტუმროებს სესხები გადაუვადონ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სესხის რესტრქტურიზაციაზე შეთავაზება ბანკებისგან ხელისუფლების ჩართულობის გარეშეც მიღწეული იყო, მათ სურთ მთავრობა სესხების გადახდაში დაეხმაროს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში