ყირგიზეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

16 ოქტომბერი 2020, 12:08 962 ნახვა

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყირგიზეთის პარლამენტმა დღეს მიიღო. გარდა ამისა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი სადირ ჯაფაროვი დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა, რომელიც გუშინ გადადგა, ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, 4 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და არეულობების ფონზე გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი