საქართველო კოვიდპანდემიას იმაზე უკეთ უმკლავდება, ვიდრე პანდემიის დასაწყისში - თენგიზ ცერცვაძე

19 ოქტომბერი 2020, 19:42 204 ნახვა

ქვეყანა კოვიდპანდემიას საკმაოდ წარმატებით უმკლავდება, მეტიც, ცერცვაძის თქმით, ქვეყანა იმაზე უკეთ მართავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ვიდრე პანდემიის დასაწყისში - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

„საქართველოს კლინიკებში 4 300 საწოლია მობილიზებული, რაც დღეისთვის საჭიროზე მეტია. რამდენიმე ასეული საწოლი არის თავისუფალი და არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ამ მხრივ პრობლემა შეექმნას.

თუკი ერთეული შემთხვევები არის და ამაზე მახვილდება ყურადღება, ზოგჯერ თავად პაციენტის,ზოგჯერ ჟურნალისტის, ზოგჯერ უბრალოდ ანგაჟირებული და ტენდენციური ადამიანების მხრიდან, დამიჯერეთ, ასეთი შემთხვევები გამონაკლისია, ერთეულია და არავითარ შემთხვევაში, ამ ერთეული შემთხვევის განზოგდება არ უნდა მოხდეს, რათა საზოგადოებაში მცდარი აზრი არ შეიქმნას, თითქოს ქვეყანა ცუდად უმკლავდება კოვიდპანდემიას. პირიქით, ვიტყოდი, ახლა უფრო კარგად უმკლავდება, ვიდრე დასაწყისში. მაშინ თუ უფრო ადვილი იყო მართვა, რადგან შემთხვევების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო, თანაც მაშინ ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებზე, ჩაკეტვებზე, ,,ლოქდაუნზე”წავიდა. ისევე როგორც ევროპის ყველა ქვეყანა. ამან თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ ახლა ,,ლოქდაუნის”გარეშე ყოველდღე ათასი პაციენტის მართვა ისე, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, გაცილებით რთულია, ვიდრე გაზაფხულზე იყო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში