მსოფლიო პანდემიის მეორე ტალღის პირისპირ

24 ოქტომბერი 2020, 12:13 1309 ნახვა

გერმანიაში  კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა, 49 პაციენტი   გარდაიცვალა,   ბოლო 24 საათში კი   ვირუსი 14 ათას 714 ადამიანს დაუდასტურდა.  მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. რთული ვითარებაა ამერიკაშიც. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ამერიკაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი 84 ათას 218 შემთხვევა დადასტურდა.

„როიტერის“ ცნობით,  შემთხვევების რეკორდული რაოდენობა 16 შტატში გამოვლინდა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.  კორონავირუსის ყველაზე მაღალი  დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთშიც. გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის   42   ათას 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საფრანგეთში ვირუსს კიდევ 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში