ხელვაჩაურში ოჯახი დააყაჩაღეს

25 ოქტომბერი 2020, 11:18 10004 ნახვა

ყაჩაღობა მოხდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნუცუბიძის ქუჩაზე. შემთხვევის დროს ოჯახის წევრებს ეძინათ. მათ შორის იყოს არასრულწლოვანი, რომელიც ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა თავდამსხმელი სწორედ იმ ოთახში შევიდა.

როგორც მეზობლები ყვებიან თავდამსხმელებმა ოჯახის წევრებზე ფიზიკურად იძალადეს. ოჯახის წევრები დეტალებზე არ საუბრობენ არ იციან ზუსტად გატანილია თუ არა სახლიდან რამე. დაზარალებული ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით არის აღძრული.

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში