ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხახულის ქუჩაზე

29 ოქტომბერი 2020, 11:37 982 ნახვა

ბათუმში, კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემდგომ, ხახულის ქუჩაზე ასფალტის საფარს აგებენ. ამ ეტაპზე სამუშაოები ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა კიდევ 3 მისამართზე, კობალაძის, აღმაშენებლისა და გენ. ა. აბაშიძის ქუჩებზე იგეგმება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში