კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში

15 ნოემბერი 2020, 12:30 365 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 248 ადამიანს, რომელთაგან 41-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 148 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 29 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტი, 1943 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში