რა გახდა 12 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი?

17 ნოემბერი 2020, 18:30 1047 ნახვა

ბათუმში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს, რადგან მიზეზთან დაკავშირებით განსხვავებულია კლინიკისა და ოჯახის წევრების  პოზიციები. დედათა და ბავშვთა ცენტრში, აცხადებენ, რომ მას ჰქონდა მძიმე ქრონიკული დაავადება და აღენიშნებოდა ცხელება. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, განცხადებით, მოზარდს გაუკეთდა ტესტი კორონავიურსზე და დაუდასტურდა კიდეც. მისივე განმარტებით, თირკმლის უკმარისობის გამო გოგონა დიალიზს საჭიროებდა, რაც ბათუმის ბავშვთა კლინიკაში არ კეთდება და მძიმე მდგომარების გამო მისი თბილისში რეფერირება გადაწყდა. 12 წლის გოგონა სწორედ ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა. კლინიკაში ვერ საუბრობენ იმაზე  გოგონას გარდაცვალება გამოიწვია თუ არავ კოვიდ 19-მა. მოზარდის ბაბუა კი ირწმუნება, რომ  გოგონას არ ჰქონდა კორანავირუსი, რადგან არ აღენიშნებოდა კოვიდს 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.  მოზარდის ახლობლების ვერსიით გარდაცვალება სუნთქვის უკმარისობამ გამოიწვია, ამბობენ, რომ  მას ვერ მიაწოდეს ჟანგბადი, რასაც უარყოფენ  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. უწყებაში გვითხრეს, რომ გოგონა  კლინიკაში ცხელებით შეიყვანეს, რასაც თან დაერთო ორმხრივი პნევმონია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში