გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია - კარლ ჰარცელი

17 ნოემბერი 2020, 19:12 912 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია.

"დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

ჰარცელის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში