აჭარაში, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი ბათუმში - უსკო

21 ნოემბერი 2020, 20:55 1062 ნახვა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ორ მაჟორიტარულ ოლქში 300-ვე უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. 

უსკო-ს პრესპიკერის განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის ოლქში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ბათუმში.

''20 საათის მდგომარეობით, 28-ე ბათუმის ოლქში, სადაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობა არის 147 211, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 35 852 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 24,95%.

30-ე ოლქში კი სადაც ამომრჩევლის რაოდენობა არის 96 681, მონაწილეობა 37  981 ამომრცეველმა, რაც 39,28%-ია. 

ჯამში მოვიდა 73 833 ამომრჩეველი და ეს არის 30,27%'' - განაცხადეს უსკოში. 

 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი