საკოორდინაციო საბჭო

24 ნოემბერი 2020, 11:34 894 ნახვა

არ არის გამორიცხული ქვეყანაში შექმნილი ეპიდ სიტუაციის გამო კიდევ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს, რადგან უკვე არსებული რეგულაციების ფონზე ყოველდღიურად კოვიდ სტატისტიკა თითქმის უცვლელია.  უკვე ვიცით,  რომ სრული ,,ლოკდაუნი“  არ იქნება, თუმცა შესაძლოა  შეზღუდვები შეეხოს დიდ სავაჭრო ქსელებს, ბაზრობებს , სარესტორნო ბიზნესს, რადგან სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა გუშინ საკოორდინაციო საბჭოს წევრების შეხვედრა . ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამჯერად ხელისუფლება.  მედია  ამ დრომდე ელოდება სხდომის დაწყებას.აქვე გეტყვით რომ კოვიდ ინფიცირებულთათვის საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხი არ განიხილება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისიტრმა. მისი თქმით, ქვეყანაში საკმარისი რესურსია, რათა პაციენტების ნაკადს გაუმკლავდეს. არადა, კლინიკების ასოციაციამ  მთავრობას უკვე მოუწოდა, რომ დიდი კლინიკების ახლოს მოეწყოს, საველე ჰოსპიტლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი