მკვლელობის მუხლით დაკავებულს ბრალი გადაუკვალფიცირდა

24 ნოემბერი 2020, 15:35 3165 ნახვა

27 თებერვალს ქობულეთის ცენტრში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, რომელსაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. არჩილ ცეცხლაძეს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავებოდა, თუმცა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, მსჯავრდებულ არჩილ ცეცხლაძეს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სასჯელი აუცილებელი მოგერიების მუხლით განუსაზღვრა.  9 თვის წინ , ქობულეთის ცენტრში,  სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მსჯავრდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით მძიმედ დაჭრა  ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მსჯავრდებულს გარდაცვლილი ნაჯახით დაესხა თავს, თავად არჩილ ცეცხლაძე კი სანადირო თოფით იცავდა თავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში