სეტყვამ ციტრუსი დააზიანა- შეხვედრა ფერმერთან

24 ნოემბერი 2020, 18:22 1068 ნახვა

რამდენიმე დღის წინ მოსულმა სეტყვამ ქობულეთში ციტრუსი ნაწილობრივ დააზიანა. ზედა კვირიკეში მცხოვრებ ერთ-ერთ ფერმერს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის სოფლის მეურნეობის მონისტრი და ქობულეთის მერი შეხვდნენ და არსებულ სიტუაციას გაეცნენ. ფერმერი ამბობს, რომ  მოსავალი დაზღვეული არ ჰქონია. თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ამ მიმართულებით დავალებები მისცა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მანდარინის ექსპორტი ძირითადად სომხეთსა და რუსეთში განხორციელდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში